Whistleblower Institute

2015 წლიდან საქართველოში ხორციელდება მხილების ინსტიტუტისა და მამხილებლის დაცვასთან დაკავშირებული რეფორმა.

საქართველოში საკანონმდებლო დონეზე მხოლოდ საჯარო სექტორში არსებული მხილებაა მოწესრიგებული. მხილება ნიშნავს საჯარო სექტორში დასაქმებული პირის მიერ უფლებამოსილი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას არსებული ან შესაძლო სამართალდარღვევის თაობაზე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ან შეიძლება მიაყენოს საზოგადოებრივ ინტერესს.

მხილების ინსტიტუტი სამართლებრივად რეგულირდება საქართველოს კანონით „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებს. 2014-2015 წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მხილების მარეგულირებელი ნორმები გაუმჯობესდა.

  • გაფართოვდა მხილების დეფინიცია და ნებისმიერ პირს მიენიჭა მხილების განხორციელების უფლება
  • შეიქმნა ელექტრონული პლატფორმა www.mkhileba.gov.ge , რაც მხილების ანონიმურად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა
  • დაემატა მხილების გარე არხები, როგორიცაა: სახალხო დამცველი, პროკურატურა, სხვა საგამოძიებო სამსახურები
  • განისაზღვრა სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ინფორმაციის მიწოდების უფლება გარე მხილების არხების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
  • მხილების დაცვის მექანიზმები გავრცელდა მამხილებლის ნათესავებზე.

მხილების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.


News

img

Good to Have You Back!

Authorization

Registration

Already have an account ? Log in

Recover Password

logo
Your Benefits with us:

- Be informed first
- Track exclusive offers
- Use consulting service
- Communicate and Network
- Initiate and execute

Don’t have an account? Register

.

Change Password